ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.65%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 6.62%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.17%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1597 ახალი შემთხვევიდან თბილისში 497 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 278
კახეთი – 220
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 153
შიდა ქართლი – 119
ქვემო ქართლი – 102
აჭარა – 84
გურია – 50
მცხეთა-მთიანეთი – 49
სამცხე-ჯავახეთი – 33
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი სულ 605 360 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 573 542 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსს ჯამში 8787 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების 23 005 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 17 443 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1066 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 ადამიანი;
- 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
რაც შეეხება ვაქცინაციის მონაცემებს, გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოში 13 580 აცრა ჩატარდა.