weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამინისტრო: მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 65% ვაქცინირებულია

13:42 შაბათი, 25 სექტემბერი 2021

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

როგორც სამინისტრო აცხადებს, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, 24 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსზე 13 580 ადამიანი აიცრა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ სულ 1 729 672 აცრაა ჩატარებული. სრულად, ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია 762 231 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26.7%-ია.

 

ამ თემაზე:

თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება – ტიკარაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]