როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 900-ია. აქედან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
„ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
2 ოქტომბერს ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს აირჩევენ.