weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

10:53 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 13 277 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 663 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2383 ინფიცირებული, 27 კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7-დღიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 6.01%-ია, ხოლო 14-დღიანი მაჩვენებელი 6.48%-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მაჩვენებლებია:

იმერეთი – 123

კახეთი – 101

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 58

აჭარა – 48

ქვემო ქართლი – 28

შიდა ქართლი – 19

მცხეთა-მთიანეთი – 17

სამცხე-ჯავახეთი – 12

გურია – 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 607 155 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 578 881 გამოჯანმრთელდა, 8844 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 19 404 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 14 059 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1074 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32.
  • 776 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]