weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად რეგულაციების დარღვევით იქეიფა

17:30 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიის პირობებში თანამშრომლებთან ერთად, კახეთში, ღვინის მარან „ველისციხურში“ იქეიფა. დროსტარების ამსახველი ფოტოები მარნის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ამ დროისთვის წაშლილია.

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში მაგიდებს შორის დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრი, ან უნდა იყოს დამცავი ბარიერი; სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრი; ერთ მაგიდასთან შესაძლებელია 12 ადამიანის დაჯდომა.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სუფრაზე მყოფები აცრილები არიან და რეგულაციები არ დაურღვევიათ.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24-ში წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ასევე, ავცერით მსურველები.

სადმე რეგულაციაში წერია, რომ რეგულაციების კონკრეტული ნაწილი (ქეიფი) ვაქცინირებულ ადამიანებზე არ ვრცელდება?

შეგიძლიათ კონკრეტული ნორმის მითითება? მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, – ნათქვამია ამირან გამყრელიძის წერილში, რომელიც კითხვების პასუხად „რეგინფოს“ NCDC-ის პრესსამსახურმა მოაწოდა.

ბოლო კვირებში კახეთი კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობით, რეგიონებს შორის პირველ-მეორე ადგილზეა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ეპიდემიოლოგები რთველს ასახელებენ, რა დროსაც თავყრილობები ხშირია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]