მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში მაგიდებს შორის დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრი, ან უნდა იყოს დამცავი ბარიერი; სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრი; ერთ მაგიდასთან შესაძლებელია 12 ადამიანის დაჯდომა.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სუფრაზე მყოფები აცრილები არიან და რეგულაციები არ დაურღვევიათ.
„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24-ში წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ასევე, ავცერით მსურველები.
სადმე რეგულაციაში წერია, რომ რეგულაციების კონკრეტული ნაწილი (ქეიფი) ვაქცინირებულ ადამიანებზე არ ვრცელდება?
შეგიძლიათ კონკრეტული ნორმის მითითება? მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, – ნათქვამია ამირან გამყრელიძის წერილში, რომელიც კითხვების პასუხად „რეგინფოს“ NCDC-ის პრესსამსახურმა მოაწოდა.
ბოლო კვირებში კახეთი კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობით, რეგიონებს შორის პირველ-მეორე ადგილზეა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ეპიდემიოლოგები რთველს ასახელებენ, რა დროსაც თავყრილობები ხშირია.