„დემნა ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის ღირსების ორდენის გადმოცემა. სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე, რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ“, – გააცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ჯილდოს გადაცემისას.
პრეზიდენტის თქმით, დემნა გვასალია კრეატიული ქართველების მომავალი თაობებისთვის მაგალითია.
ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.