weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსი 2185 ადამიანს დაუდასტურდა, 40 ინფიცირებული გარდაიცვალა

11:03 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 216 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2185 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 40 პაციენტი, 2010 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების 2185 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 584 შემთხვევა - თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

კახეთი – 413

იმერეთი – 392

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 215

ქვემო ქართლი – 153

შიდა ქართლი – 148

აჭარა – 121

მცხეთა-მთიანეთი – 61

გურია – 46

სამცხე-ჯავახეთი – 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 609 340 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 580 891 გამოჯანმრთელდა, 8884 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 19 539 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 14 435 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1066 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 21, იმერეთში – 31;
  • 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, 27 სექტემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 11 421 აცრა ჩატარდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]