weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

12:28 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51.5-კილომეტრიანი გზა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისიდან ონში ახალი გზით გადაადგილების მანძილი 80 კილომეტრით, ხოლო დრო 1.5 საათით მცირდება.

„ეს არის ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51-კილომეტრიანი გზა. სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩვენ დავაგეთ და 110 მილიონი ლარი დაჯდა ეს უმნიშვნელოვანესი პროეექტი. თბილისიდან ჩამოვალთ სულ რაღაც 3 საათში. ეს არის ძალიან კომფორტული გზა ჩვენი მოსახლეობისთვის, ზემო იმერეთის და რაჭის მოსახლეობისთვის, ტურისტებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გზის გახსნის ღონისძიების შემდეგ.

საჩხერე-ონის ახალი გზა ქალაქ საჩხერიდან, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრიდან იწყება და ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კილომეტრზე მთავრდება, საიდანაც ქალაქ ონამდე მისასვლელი მანძილი 5 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ამბროლაურამდე – 21 კილომეტრი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ, ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებაში ოთხი ქართული კომპანია იყო ჩართული: „მამისონი“, „ნიუ როუდი“, „ფერი“ და „დაგი+“. ქარსელაძის თქმით, გზა „ძალიან ხარისხიანია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]