weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება

16:48 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

4 ოქტომბრიდან, სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დასწრებული სწავლის თაობაზე გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სამინისტროსთან შეთანხმებით თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ.

„ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლები ზედმიწევნით იქნება დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლაში ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. მინდა მივმართო საზოგადოებას: ეს დიდი მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ აცრის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს.

ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვების მშობლებზე - იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მარტო სკოლაში, არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. ამიტომ მშობლებს კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ, რომ აიცრან“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელს, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის 65%-ს უახლოვდება.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. გამონაკლისი შეეხოთ პირველკლასელებს – მათთვის სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბრის ნაცვლად 4 ოქტომბერი განისაზღვრა. 4 ოქტომბრის შემდეგ მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა დისტანციური (ონლაინ) სწავლების ფორმატი აირჩიონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]