weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში, ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს

09:54 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021
Qartli.ge-ის ფოტო Qartli.ge-ის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბიძინაშვილის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოცემა Qartli.ge-ის ინფორმაციით, ლუკა ბიძინაშვილს მამა რამდენიმე საათი ეძებდა. ლევან ბიძინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ კარბიდან პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული ლუკა ბიძინაშვილი გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]