ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.93%-ია, ბოლო14 დღის – 6.16%, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.82%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 363
კახეთი – 286
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155
ქვემო ქართლი –147
აჭარა – 96
შიდა ქართლი – 90
გურია – 56
მცხეთა-მთიანეთი – 37
სამცხე-ჯავახეთი – 33
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი სულ 611 269 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 582 805 გამოჯანმრთელდა, 8917 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 19 521 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 14 517 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1068 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 21, იმერეთში – 27;
- 726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
გუშინ, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 12 469 აცრა ჩატარდა.