weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარი დაიხარჯა – კვლევა

15:35 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 5 259 287 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში, რომელიც მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ გასული წლის მონაცემებს ასახავს.

კვლევის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით დახარჯული დაახლოებით 5 მილიონი ლარის ყველაზე დიდი წილი – 34% (1 788 332 ლარი) ონლაინ მედიაზე მოდის, 28.1% (1 479 230 ლარი) ნაციონალური და შერეული დაფარვის, 15.3 % კი ( 802 546) რეგიონულ ტელევიზიებზე.

2019 წელთან შედარებით 2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებს 1 322 015.3 ლარით ნაკლები ღირებულების სერვის კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. ამასთანავე, მხოლოდ ონლაინ მედიის კონტრაქტებია გაზრდილი (751 916 ლარით), სხვა მედიებისთვის განკუთვნილი სერვის კონტრაქტების თანხა კი შემცირებულია.

„შესყიდვების ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, ონლაინ მედიაზე ინფორმაციის გავრცელებისა და რეკლამის განთავსების მიზნით, 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა, სულ 1 788 332 ლარი გადანაწილდა. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი წილი (273 251 ლარი) „პალიტრა მედია“ ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებზე (IPN, PalitraTV.ge, Kvirispalitra.ge, Bpn.ge. Ambebi.ge, Allnews.ge) მოდის; შემდეგ ადგილზეა Kvira.ge და მასთან დაკავშირებული kids.kvira.ge, region.kvira.ge - 127 284 ლარი; Ipress.ge და ის მედიები, რომლებიც Ipress.ge-ის საიტზე პარნტიორებადაა მითითებული და მათთან ძირითადად ერთიანი კონტრაქტებია გაფორმებული (ibusiness.ge; iregions.ge; imtavroba.ge15; mpress.ge16) – 94 527 ლარი“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2020 წელს შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • სატელევიზიო მაუწყებლების დეკლარირებულმა შემოსავალმა 176.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებს 37.9 მლნ ლარით აღემატება.
  • შემოსავლების ზრდა ტვ „რუსთავის 2“-ის მფლობელის შეცვლის შემდეგ, ამ კომპანიის ყოფილი თანამშრომლებისა და მენეჯერების მიერ 2019 წელს ოპოზიციასთან დაკავშირებული 2 ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ დაფუძნებას უკავშირდება, ასევე საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ შემოწირულობების ზრდას.
  • საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დეკლარირებული შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 97%-ით მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობების ხარჯზე გაიზარდა.
  • 2020 წლის მონაცემებით, სატელევიზიო ბაზრის ყველაზე დიდი წილი (36.5%) კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, კერძო ტელევიზიებიდან კი ყველაზე დიდი წილი სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია „იმედსა“ (17.9%) და 2019 წელს დაფუძნებულ,ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ (14,2%) მოდის.
  • კრემლისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ „ობიექტივის“ შემოსავლის მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც მფლობელის და არაიდენტიფიცრებული პირის შემოწირულობებია, რაც მთლიანი შემოსავლის 93.3%-ს შეადგენს.
  • რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2020 წელს 13 912 444 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შემოსავალს 3.6 მლნ ლარით აღემატება. ყველაზე დიდი წილი - 72% კვლავ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის (10 026 792 ლარი), ხოლო დარჩენილი მეოთხედი შემდეგნაირად ნაწილდება:
    • ბათუმი: ტვ 25 (634 191 ლარი) -4.6 %
    • გორი: ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი (261 088 ლარი) -1.9 %
    • დია: (26 2663 ლარი)- 1.9%
    • იმერეთი: ტელეკომპანია რიონი - (370 757 ლარი)- 2.7%
    • მეგა-ტვ - 176 672- 1.3 %
    • ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია - (245 622 ლარი)- 1.8%
    • მარნეული ტვ - (227 760 ლარი) - 1,6 %
    • ზუგდიდი: ოდიში - (199 666 ლარი)- 1.4 %
    • გურჯაანი - (182 710 ლარი) -1.3%
    • ფოთი: მეცხრე ტალღა - 133 274 - 1%
    • ჭიათურა: იმერვიზია - 120 638-0.9%
  • 2020 წელს რადიოების შემოსავალმა 2019 წელთან შედარებით 2.1 მლნ ლარით იკლო.
  • ტელევიზიებში საბიუჯეტო რეკლამების გადანაწილება კორელაციაში სატელევიზიო რეიტინგებთან, რომელიც ამა თუ იმ არხის მიერ სატელევიზიო ბაზრის მოცვას ასახავს. ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება „იმედთან“ გაფორმდა, მას მოსდევს „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“.
  • რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი საბიუჯეტო თანხა, 2016-2019 წლების მსგავსად, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული, რაც მთლიანი შემოსავლის 65%-ს შეადგენს.
  • სოციალურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამის განთავსება კონტრაქტებით საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჰქონდა განსაზღვრული; შემდეგ ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
  • 2019 წლის მსგავსად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საინფორმაციო მომსახურების გავრცელებაზე გაფორმებული ხელშეკრულებები მასალების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსების გარდა, ინფორმაციის სხვა ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებზე გაზიარების ვალდებულებასაც ითვალისწინებდა.
  • გამოვლინდა სააგენტო PIA-სთან დაკავშირებული 1 სარეკლამო სააგენტო და 3 ონლაინ მედია, რომელსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების მედია შინაარსის სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებში გაზიარების ვალდებულება ჰქონდა.
  • ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრსა და STV.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამოცემას ინფორმაციის მმართველი პარტია ქართული ოცნების თბილისის მერის მხარდამჭერ ფეისბუკ ჯგუფში, ასევე 2 დახურული ჯგუფში ევალებოდა. 2 დახურული ჯგუფიდან კი ერთი („ეს საქართველოა“) პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი და ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართული აღმოჩნდა, სადაც პოსტებს სახელისუფლებო ექსპერტებიც ათავსებენ.
  • შპს „კლიპ არტსა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის 99 500 ლარის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ინფორმაციის 9 საინფორმაციო სააგენტოსა და 5 ფეისბუკ ჯგუფში განთავსებას ითვალისწინებდა, ყველა ამ ფეისბუკ ჯგუფს კი თავად „კლიპ-არტი“ ფლობდა.
  • როგორც სამეგრელოს მედია ორგანიზაცია (STV.ge), ასევე „კლიპ-არტთანდაკავშირებული ონლაინ სააგენტოები (diagestpia და pia) მმართველი პარტიის ოპონენტების მადისკრედიტირებელ მასალებს კოორდინირებულად ავრცელებდნენ.
  • 2014-2019 წლების პრაქტიკის მსგავსად, 2020 წელსაც გამოიკვეთა რამდენიმე მედია საშუალება, რომელთა ნაწილი ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა და რომელთანაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ინფორმაციის გავრცელებასა და რეკლამაზე სერვის კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული.
  • ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელსაც ბიუჯეტიდან 2020 წელს 38 008 ლარის ღირებულების სერვის კონტრაქტი გაუფორმდა, დამატებით კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონსპირაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებდა.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]