weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი შეფერხებული იყო

19:17 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში ფაიზერის ვაქცინით აცრის პროცესი დღეს შეფერხებული იყო. როგორც რეგინფოს ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, წინასწარ დაჯავშნილ დროს, 16:35 საათზე მისულებს, ვაქცინა არ დახვდათ და უკან გაბრუნება მოუწიათ. მისივე ინფორმაციით, ვაქცინის მიღება ვერ შეძლო მანამდე მისულმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, ვაქცინის თბილისიდან გურჯაანში ტრანსპორტირება შეფერხდა და სატრანსპორტო საშუალება დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში ლილოში იყო გაჩერებული. მისივე თქმით, 16:00 სათისთვის 620 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე გურჯაანში იყო და მის განაწილებასაც დრო დასჭირდა. მანანა გოგაშვილმა გვითხრა, რომ დილისთვის ექნება მონაცემები დღეს ჩატარებული აცრების რაოდენობის შესახებ.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრი ერთადერთი ადგილია გურჯაანში, სადაც მოქალაქეებს „ფაიზერით“ აცრა შეუძლიათ.

ბოლო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული შვიდი დღის განმავლობაში დღეში საშუალოდ 11 300 აცრა ტარდებოდა.

ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველოში სულ 1 785 862 აცრაა ჩატარებული. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 804 238 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]