weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინამ რუსეთს ქართველი მებრძოლის გადაცემაზე უარი უთხრა

11:02 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი უთხრა ვიცე-პოლკოვნიკის, მოხალისეთა ბატალიონ "აზოვის" მებრძოლის, გიორგი (გია) ცერცვაძის ექსტრადიციაზე. ამის შესახებ ცერცვაძის ადვოკატმა კსენია პროკონოვამ განაცხადა.

"ამ კვირაში მივიღეთ პროკურატურის გადაწყვეტილება რუსეთისთვის გადაცემაზე უარის შესახებ. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი და არ გადავეცით სახელმწიფოს, რომელთანაც ომი გვაქვს, უკრაინის მხარეს მებრძოლი მეომარი", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გია ცერცვაძეს შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩეს. ადვოკატის ინფორმაციით, ცერცვაძე უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანას აპირებს.

გია ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიენის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. რუსეთში ის ეჭვმიტანილია 2003 წელს განზრახ მკვლელობის ჩადენასა და მკვლელობის მცდელობაში, თუმცა მასზე ძებნა 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა. დაკავების შემდეგ კიევის სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც ადვოკატმა გაასაჩივრა. პროკურორის გადაწყვეტილებით ცერცვაძე წინასწარი პატიმრობიდან 27 იანვარს გაათავისუფლეს.

1-ელ თებერვალს გია ცერცვაძემ უკრაინის ხელისუფლებას მისთვის და მისი ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართა.

გია ცერცვაძე, რომელიც სოხუმში დაიბადა, აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა. 2014 წლიდან იყო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეებით დაკომპლექტებული ბატალიონ „აზოვის“ ინსტრუქტორი, შემდეგ კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის მებრძოლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]