ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.1%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 5.80%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის – 5.22%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევიდან თბილისში 559 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 311
კახეთი – 269
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 183
აჭარა – 121
ქვემო ქართლი – 97
შიდა ქართლი – 93
მცხეთა-მთიანეთი – 39
გურია – 33
სამცხე-ჯავახეთი – 33
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 614 763 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8976 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 19 057 მიმდინარე აქტიური შემთხვევა, საიდანაც:
- 14 120 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1019 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი;
- 768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.