ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 16.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 567 699 ადამიანს ჰქონდა მიცემული.
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება.