„84 -ე უბანზე, ამომრჩევლები გამოჰყავდათ უბნიდან, სვამდნენ მანქანში. ჟურნალისტმა კითხვები დასვა, ამას მოჰყვა აგრესია. ჩართვისთვის ვემზადებოდით, როცა აქ დაიწყო დაპირისპირება, ეს ქალი ადანაშულებდა სპორტსმენს, რომ მიაყენა შეურაცხყოფა. ამის შემდეგ სხვებისგანაც წამოვიდა აგრესია. „ფორმულა“, „ტვ პირველი“ დაგასრულებთო - ასე მიმართავდნენ ჟურნალისტებს. კადრებს ვიღებდით, როცა მოვიდა ეს ადამიანი, ამიოღო ელექტროშოკი, მოგადებთო - ამბობდა“, – ამბობს სალომე ჩადუნელი.
პირმა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი სპორტსმენია და დავით ქირია ჰქვია, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ბოთლი ესროლა.