„დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი.
არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს.
მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს არის აუცილებელი პურობა ასევე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.35% იყო, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.
ხმის მიცემის დასრულებამდე დაახლოებით საათნახევარი დარჩა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.