weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა – ღარიბაშვილი

18:20 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქრთული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით იმარჯვებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი.

არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს.

მეგობრებო, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რომ დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს არის აუცილებელი პურობა ასევე ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.35% იყო, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

ხმის მიცემის დასრულებამდე დაახლოებით საათნახევარი დარჩა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]