საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ 155 -ე კილომეტრთან გზის მიმდებარე ფერდზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ჩაიკეტა.
„ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე. უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
საქართველოს მასშტაბით დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.