weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ISFED-ი მარნეულის ოლქში ორი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

19:34 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) N22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, 48-ე და მე-14 უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ორივე უბანზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები დააფიქსირეს.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევდნენ ფურცელზე დაწერილი რიგითი ნომრების მიხედვით.

„არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომისია აღნიშნულ დარღვევაზე არ რეაგირებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიაში მოვითხოვეთ აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა. მე-14 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი. უბანზე არ მოწმდება და არ კეთდება მარკირება. დღის მანძილზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არაერთხელ შეუზღუდეს დაკვირვების უფლება. საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის მიერ არაერთხელ დაირღვა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა“, – აცხადებენ ISFED-ში.

ორგანიზაციის დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, გრძელდება უბნების შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პრებისთვის გადაცემა.

გარდა ამისა, ნინო დოლიძის განცხადებით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებიც.

„N63 აბაშის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის დაახლოებით 15 ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და კომისიის წევრებს აჩვენა, თუ ვინ შემოხაზა ბიულეტენში. კომისიის თავმჯდომარის მითითების მიუხედავად, დარღვევა არ აღმოიფხვრა“, – აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]