weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანს ელ.ენერგია არ მიეწოდებოდა

19:56 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ყველაზე დიდ საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო. დეკანოიძის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ დავალებით მოხდა.

„მთელ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წაგების აგონიის გამო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილია, ჩააქრეს ელექტროენერგია.

სასწრაფოდ ელექტროენერგია მიაწოდეთ უბნებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ხმების დათვლის პროცესი და ადამიანებმა შეძლონ ხმის მიცემა. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს: ვერ გიშველით ელექტროენერგიის ჩაქრობა, ჩვენ ვდგავართ უბნებზე, დავიცავთ უბნებს ბოლომდე“, – თქვა დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხდართან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს ენერგომომარაგება დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა შეწყვეტილი. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.

საარჩევნო უბნებში ხმების დათვლის პროცესი 20:00 საათიდან დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]