weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 52%-მა მიიღო

23:59 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1 815 776-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. არჩევნების შედეგები სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge გამოქვეყნდება.

თბილისში აქტივობამ 49.1% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 492 517 ამომრჩეველია. რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:

აჭარა – 177 457 ამომრჩეველი (56.4%)

გურია – 64 298 ამომრჩეველი (60.2%)

იმერეთი – 279 389 ამომრჩეველი (52.8%)

კახეთი – 161 671 ამომრჩეველი (53.7%)

მცხეთა-მთიანეთი – 47 767 ამომრჩეველი (54.2%)

რაჭა-ლეჩხუმი – 22 468 ამომრჩეველი (63.5%)

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 178 730 ამომრჩეველი (52.8%)

სამცხე-ჯავახეთი – 81 921 ამომრჩეველი (57.3%)

ქვემო ქართლი – 187 066 ამომრჩეველი (47%)

შიდა ქართლი – 122 492 ამომრჩეველი (51.3%)

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო ხმის დათვლის ეტაპი. მუნიციპალიტეტის არჩევნები სხვა საერთო არჩევნებისგან განსხვავებით გამოირჩევა იმით, რომ საარჩევნო პროცედურები მეტ დროს მოითხოვს. წელს წარმოდგენილია სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის), რომლის დათვლასაც შესაბამისი დრო სჭირდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასულ წლებში (2014 და2017 წლებში), მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 68 საინიციატივო ჯგუფი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის არჩევნებისას, პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]