აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ეზოში გაჩერებული ავტომობილი.
ამ დროისთვის კაბალში სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 236-ე (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ, მათ შორის არც კითხვაზე - ამ დროისთვის პოლიციამ ვინმე დააკავა თუ არა.