weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

წაბლანაში მეწყერი ჩამოვიდა და გზა წაიღო – ევაკუირებულია 5 ოჯახი

16:09 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

ხულოში, სოფელ წაბლანაში, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოვიდა და დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. რეგინფოს სოფელში მერის წარმომადგენელმა, რაულ მახარაძემ განუცხადა, რომ მეწყრული პროცესი, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში განვითარდა, ამ მომენტამდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან გაყვანილია 5 ოჯახი.

რაულ მახარაძის ინფორმაციით, მეწყერმა სკოლისკენ მიმავალი გზა წაიღო, რის გამოც დღეს სასწავლო პროცესის განახლება ვერ მოხერხდა.

„ამ ეტაპზე, სკოლას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ერთი-ორი დღე სკოლაში სწავლა შეჩერებული იქნება. მეორე გზაც გვაქვს, რომლითაც სოფლის ცენტრამდე და სკოლამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება. ჩემი აზრით, ამ მეწყრის დასტაბილურებას წლები დასჭირდება, არამგონია, გზის მალე აღდგენა შესაძლებელი იყოს“, – ამბობს რაულ მახარაძე.

სოფელ წაბლანაში 120 კომლი ცხოვრობს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროცესში ჩართულია გეოლოგიური სამსახური და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.

წაბლანა სტიქიამ 1989 წელსაც დააზარალა. 19 აპრილს მოწყვეტილმა მეწყერმა თითქმის მთელი სოფელი მოიყოლა. სტიქიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

 

ამ თემაზე:

ჯერ სტიქია, მერე ჰესები - რეპორტაჟი ორმაგად დაზარალებული წაბლანიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]