weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კონცერტებისა და ფესტივალების გამართვა ნებადართული ხდება

13:16 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. შესაბამისად, მათი გამართვა რეგულაციების დაცვით შესაძლებელი იქნება.

გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.

საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს ეხება. კერძოდ, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე დაიშვება მაყურებლის 33%, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 33 679 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2800 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 1485 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 621 420 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 593 153 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9110 ადამიანი. ამ დროისთვის ინფიცირების 19 131 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4025 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]