weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ცხინვალის რეგიონში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, ერთმა გაქცევა შეძლო

14:29 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებულია 3 მოქალაქე, რომელთაც სახელმწიფო საზღვარი მდინარე დიდი ლიახვის გასწვრივ, ქალაქ ცხინვალიდან სამხრეთით გადაკვეთეს. მათივე ცნობით, დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

დაკავება გუშინ, ორშაბათს მოხდა.

„სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაზმის მიერ აღმოჩენის შემდეგ, მათ გაქცევა სცადეს. ამავდროულად, ერთი მათგანი უკან, საქართველოში გაიქცა, ორი მესაზღვრეებმა დააკავეს, კიდევ ერთი კი გაქცევისას 10-12 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაშავდა. ის მოგვიანებით დააკავეს. საქართველოს დაშავებულ მოქალაქეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე თქმით, განიხილება დაშავებულის „ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი“, ხოლო დანარჩენი დაკავებულების მიმართ პროცედურული მოქმედებები გაგრძელდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 3 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს და ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით. უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება“, – აცხადებენ სუს-ში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]