საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა.
გარდა ამისა, თოვის გამო, შეზღუდვაა დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 65-ე, 82-ე კილომეტრზე, სადაც დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.