weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლარსის“ საბაჟო გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს

15:59 ოთხშაბათი, 06 ოქტომბერი 2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება შეფერხებით მიმდინარეობს.

„რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას). საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

უწყება აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]