სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩის გასწვრივ, ქალაქ ჩოხატაურიდან დაახლოებით 54 კილომეტრში და ჯამში დაახლოებით 13 805 კვ.მ-ს მოიცავს.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას - გარე ღობის დემონტაჟსა და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობას, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა, უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟს, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობას.
„პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის კეთილმოწყობას - საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (ელექტრო სისტემა და სანიაღვრე სისტემა), საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.