weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კორონავირუსი კიდევ 2228 ადამიანს დაუდასტურდა, 28 – გარდაიცვალა

11:39 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 31 828 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2228 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1711 ინფიცირებული, 28 კი გარდაიცვალა.

გუშინ, ინფიცირების 2410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 6 ოქტომბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ს შეადგენდა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 5.63%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის – 5.61%.

2228 ახალი შემთხვევიდან თბილისში 638 შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 469

კახეთი – 324

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 241

აჭარა – 128

ქვემო ქართლი – 125

შიდა ქართლი – 100

გურია – 82

სამცხე-ჯავახეთი – 52

მცხეთა-მთიანეთი – 40

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 626 058-ს შეადგენს. აქედან 596 380 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9162 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 20 490 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 15 707 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4150 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. 959 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი;
  • 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]