weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორპუსზე ახალი დაშენება და მიშენება ბოლო წლებში არ ყოფილა – ბათუმის მერის მ/შ

13:44 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

„ნგრევა რამ გამოიწვია, ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ კორპუსი ავარიული არ იყო, ახალი დაშენება და მიშენება ამ კორპუსზე არ განხორციელებულა ბოლო წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დაახლოებით ორი საათის წინ ნაწილობრივ ჩამოინგრა, არ იყო ავარიული.

„მეზობლები რასაც ამბობენ (ზუსტად ვერ გეტყვით), იყო აფეთქების ხმა, თუმცა სხვები გამორიცხავენ ამას და ამბობენ, რომ პირდაპირ ნგრევის ხმა გაიგეს.დაზარალებულების შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია. ერთი იყო ის, რომ შენობის წინ მანქანა იდგა და იქ იჯდა ბავშვი, რომელიც მაშველებმა გამოიყვანეს უვნებლად, ბავშვს არანაირი დაზიანება არ აქვს. დანარჩენი - მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, პოლიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამშაოები და მერე უკვე გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით ამ ნანგრევების გაწმენდა არ შეიძლება იმიტომ, რომ შეიძლება იყოს მოყოლილი ადამიანი“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ ჟურნალისტებთან.

ამ დროისთვის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ავტომობილებიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]