weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ყველაფერს გამოძიება დაადგენს, ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს – რიჟვაძე

14:08 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. რიჟვაძის თქმით, მათ გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ ნანგრევებში ადამიანები არიან. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ხდება დამატებითი ძალების მობილიზება და ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ დარჩენილი ადამიანები. ვერსიებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. მიმდინარეობს მუშაობა - როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და იქ მცხოვრებ ადამიანებთან. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს“, – განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. ნანგრევებში მოჰყვნენ კორპუსის წინ მდგარი ავტომობილებიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, რამდენი ადამიანია დაშავებული.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ ხუთასართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.

 

ამ თემაზე:

კორპუსზე ახალი დაშენება და მიშენება ბოლო წლებში არ ყოფილა – ბათუმის მერის მ/შ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]