დირექტორის თქმით, ინფიცირებული ბავშვები სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან, მათ შორის, პირველი კლასისაც.
„ბავშვებს კორონავირუსი სწავლის დაწყებიდან მალევე, ზოგს მეორე დღეს დაუდასტურდა. სკოლაში სწავლა არაფერ შუაშია. მათ ოჯახებში იყვნენ ინფიცირებულები, მშობლები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და ბავშვები სკოლაში გამოუშვეს. მასწავლებელებს მათთან აქვთ კონტაქტი, რათა სასწავლო მასალას არ ჩამორჩნენ. ამ ეტაპზე, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია არ მიგვიღია“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ნონა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, მასწავლებელთა უმრავლესობა კორონავირუსზე ვაქცინირებული არიან და დღეს გეგმიურ ტესტირებას იტარებენ.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მანანა გოგაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით ექნება.
დღეს, 8 ოქტომბერს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 36 840 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2661 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, ინფიცირების 420 ახალი შემთხვევა კახეთში გამოვლინდა.
დღეისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 847 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4201 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 970 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.