weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

20:25 პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან, თითქმის 9-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ქალი ამოიყვანეს. ის ცოცხალია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნანგრევებში 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი, რომელთაგან ორთან სატელეფონო კავშირი აქვთ. 

26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოშლილია ერთ-ერთი სადარბაზო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ასევე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული.

როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ თქვა, კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა. ადგილობრივების ნაწილი კი აცხადებს, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ დააშენეს, რამაც ნგრევა გამოიწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]