„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100%-ით ვერ გიდასტურებთ. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
მინისტრი ვარაუდობს, რომ ნანგრევებში ათ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს: „ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყვნენ დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან. ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს“.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, თითქმის 12 საათია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - ქალი და მამაკაცი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.