weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცი რეანიმაციაში რჩება

12:15 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ბათუმში, საცხოვრებული კორპუსის ნგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. ზვიად თავდგირიძე, რომელიც მეექვსე სართულზე ცხოვრობდა, ნანგრევებიდან წუხელ ამოიყვანეს და კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

„მამაკაცი, გუშინ 23 საათსა და 55 წუთზე შემოყვანილი იყო ტრაგედიის ადგილიდან, ამოყვანილი იყო ნანგრევებიდან. შემოყვანის დროს აღენიშნებოდა ტრავმული შოკის სურათი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, დაჟეჟილობები, ქალა-ტვინის და გულ-მკრედის დახურული ტრავმა, მარცხენა ქვედა კიდურის ღია მოტეხილობა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ამის გარდა, აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, რომელიც დღეს გაღრმავდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ფასდება მაინც როგორც მძიმე. არის ხელოვნური სუნთქვის ვენტილაციაზე, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და გრძელდება ინტენსიური მკურნალობა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, დეა ქაჯაიამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მას შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 7 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი დილით გარდაიცვალა. ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]