გუშინ, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის 2661 ახალი შემთხვევა იყო. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.48%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე ეს მაჩვენებელი 5.94%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 7.01%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2844 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 607
კახეთი – 368
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 339
ქვემო ქართლი – 154
შიდა ქართლი – 147
აჭარა – 127
გურია – 116
მცხეთა-მთიანეთი – 85
სამცხე-ჯავახეთი – 74
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52
საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ჯამში 631 563 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9221 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 23 848 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 18 978 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1402, აჭარაში - 381, იმერეთში – 991. მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში – 315, აჭარაში - 83, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 25, იმერეთში – 32;
- 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 – თბილისში, 179 – აჭარაში.
9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სულ ჩატარებულია 1 862 753 აცრა. სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულია 864 309 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.3%-ს შეადგენს. გუშინ, 8 ოქტომბერს აიცრა 9457 ადამიანი.