weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის სოფელ კაბალში ხელყუმბარების აფეთქებაში ბრალდებულები დააკავეს

15:40 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

პოლიციამ ლაგოდეხში აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]