weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმის ბავშვთა ჰოსპიტლის პალატაში ჭერი ჩამოიშალა

10:32 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში წუხელ ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად პალატაში მყოფი პაციენტები არ დაშავებულან.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია განმარტავს, ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე.

„უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა. ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ ბავშვთა ჰოსპიტალში.

მათივე თქმით, ამჟამად ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]