ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაა.
„ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში გვაქვს დაახლოებით 9-ჯერ ნაკლები, ვიდრე არავაქცინირებულებში. ასევე, ჰოსპიტალიზაციას ორჯერადად აცრილებში 95%-იანი დაცვა აქვს და სიკვდილიანობაში დაახლოებით – 27-ჯერადი“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დღეისთვის სამიზნე მოსახლეობის 50%-ია სრულად ვაქცინირებული და თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, მიზნის მიღწევა, ანუ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
დღეს, 12 ოქტომბერს, გასულ სამშაბათთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 2000-ით მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძის შეფასებით, ეს საკმაოდ სერიოზული ნახტომია.
„გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, როგორიც გახლავთ ინციდენტობა 2000 მოსახლეზე, ისე დადებითობის მაჩვენებელი – დღეს 10%-ს ასცდა, თუმცა ბოლო ერთი კვირის და ბოლო ორი კვირის ისევ დაახლოებით 6-7%-ის ფარგლებშია, მაგრამ საყურადღებოა, რომ მოიმატა – 1.43%-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი. სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ – დღეს 37-ია, მაგრამ ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი ჩამოსცილდა უკვე ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლს, რომელიც 9 დაახლოებით მილიონ მოსახლეზე, ანუ სადაც 29-დღის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამშვიდების საუძვლეს არ იძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.