weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კოვიდის 4837 ახალი შემთხვევიდან 1379 თბილისში დადასტურდა, 1028 – იმერეთში, 889 – კახეთში

11:16 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 49 386 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4837 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1586 ინფიცირებული, 26 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 12 ოქტომბერს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა იყო. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.79%-ია, ბოლო 14 დღის – 6.95%, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.52%.

დღეს გამოვლენილი 4837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1379 შემთხვევა დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 1028

კახეთი – 889

სამეგრელო- ზემო სვანეთი – 444

შიდა ქართლი – 298

ქვემო ქართლი – 257

აჭარა – 171

გურია – 143

სამცხე-ჯავახეთი – 96

მცხეთა-მთიანეთი – 80

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 30 256 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 24 687 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1053 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 18, იმერეთში – 27;
  • 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 5.

ქვეყანაში „კოვიდ–19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს. აქედან 605 581 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 9332 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]