გუშინ, 12 ოქტომბერს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა იყო. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.79%-ია, ბოლო 14 დღის – 6.95%, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.52%.
დღეს გამოვლენილი 4837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1379 შემთხვევა დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 1028
კახეთი – 889
სამეგრელო- ზემო სვანეთი – 444
შიდა ქართლი – 298
ქვემო ქართლი – 257
აჭარა – 171
გურია – 143
სამცხე-ჯავახეთი – 96
მცხეთა-მთიანეთი – 80
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52
ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 30 256 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 24 687 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1053 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 18, იმერეთში – 27;
- 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 5.
ქვეყანაში „კოვიდ–19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს. აქედან 605 581 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 9332 ადამიანი ემსხვერპლა.