weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

13:59 პარასკევი, 05 მაისი 2017

პოლიციამ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

„სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 22 წლის ნ.მ. და 26 წლის ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 23 წლის ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]