weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურის ინფორმაციით, ბაბუა 13 წლის შვილიშვილს სისტემატიურად აუპატიურებდა

12:06 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაბუა მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და მისი უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 12 ოქტომბერს, შიდა ქართლის რეგიონში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 11 პრიმა, 141-ე მუხლით – ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება;
  • 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან;
  • 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით;
  • 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]