weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ, დაჭერა და გამწარება არაფერს მოგვიტანს – მეუფე მიქაელი

13:08 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

„გული მეტკინა იმასთან მიმართებაში, რომ მის დედას და შვილებს მოუწიათ იმ ადგილებში მისვლა, სადაც სხვა დედები და შვილებიც დადიან. ეს არავისთვის არ არის კარგი. მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ: მე დავაშავე, შენ უნდა მომიტევო; შენ დააშავე, მე უნდა მოგიტევო. მარტო დაჭერა და გამწარება არაფერს მოგვიტანს“, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა (გაბრიჭიძე) მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.

მეუფე მიქაელის თქმით, ის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ემხრობა, არამედ მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და „საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს“.

„შერიგებას რა ჯობია?! აბა, ქართველმა კაცმა რა უნდა გააკეთოს?“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 8 წლის შემდეგ, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბუნდა. ის თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ის ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

1-ელ ოქტომბერს, დილით, სააკაშვილმა თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. ცნობილია, რომ შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-14 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, თბილისში, მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]