weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა

15:38 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

რუსთავის N17 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარია. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ამ დროისთვის უცნობია, დაწესებულების რა ნაწილი იწვის და რა მასშტაბისაა ხანძარი.

ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი N12 დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც მშენებელთა ქუჩის 60 ნომერში მდებარეობს. N17 დაწესებულება ამავე ქუჩის 64 ნომერშია.

განახლება: სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]