weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხეში 2 მსჯავრდებულის დაღუპვაზე განცხადება გაავრცელა

12:43 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის N17 დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი მსჯავრდებულის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო მოხდა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, N17 დაწესებულების სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს.

„ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]