weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმ პირების 98%, ვინც ჰოსპიტალში ხვდება, არ არის აცრილი – გაბუნია

12:22 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით საავადმყოფოში მოხვედრილი ადამიანების 98% ვაქცინირებული არ არის. როგორც გაბუნია ამბობს, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 60 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია.

„სტატისტიკა რასაც გვეუბნება, არის ის, რომ ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი არ იყო აცრილი. ასევე, იმ პირების უდიდესი ნაწილი, ვინც ჰოსპიტალში ხვდება, არ იყო აცრილი. როდესაც ვამბობ „უდიდესი ნაწილი“, ეს არის 98% ან უფრო მეტი. რეანიმაციაში აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები ხვდება, ძალიან დაბალი მაჩვენებელია და იყო ერთეული გარდაცვალების შემთხვევები.

უკვე აღარ არის სადავო ის, რომ ვაქცინა იცავს როგორც ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის და კიდევ უფრო მეტად ძლიერად გარდაცვალებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „დელტა“ შტამის ასეთი საშიში, დამაზარალებელი ზემოქმედების პირობებში. ამდენად, ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, თბილისსა და ბათუმში, სადაც ვაქცინირებულების რაოდენობა უფრო მეტია, ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დაბალია და კლინიკებში დატვირთვა მომატებული არ არის.

„კახეთში კლინიკები გადატვირთულია. კახეთს ისედაც უჭირს კლინიკები, მცირეა, ამდენად გვიწევს პაციენტების გადმოყვანა. სხვა რეგიონებთან შედარებით აქ ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია, რადგან ვაქცინირებულების რაოდენობა შედარებით დაბალია“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ კახეთში ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო რთველის პერიოდმა და წვიმიანმა ამინდებმა, რის გამოც, რთველის შემდეგ თავშეყრა და „სოციალური ღონისძიებების“ გამართვა შენობებში ხდებოდა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 62 994 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა. 24 საათში გარდაიცვალა 44 ინფიცირებული. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 38 300 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. 5176 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%-ია. გუშინ, 15 ოქტომბერს მხოლოდ 6673 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]